26 მაისის აღნიშვნისთვის ახალქალაქსა და მარნეულში საზეიმოდ ემზადებიან

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ახალქალაქის ცენტრალურ პარკსა და მარნეულის შესასვლელში „კიდევაც დაიზრდებიან” ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცე მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის, თემატური სტენდებით და შემეცნებითი გამოფენებით, ადგილობრივების კონცერტით, თეატრალური წარმოდგენებითა და საბავშვო სპექტაკლებით, პავილიონებით, მოსასვენებელი სივრცეებით, სპორტული აქტივობებით, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.

ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.

26 მაისის ღონისძიება კულმინაციას 17 საათსა და 10 წუთზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება. საღამოს დაგეგმილ კონცერტებზე მარნეულში იმღერებენ ჯგუფი „ფრანი”, თემურ ყვითელაშვილი, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე და თაკო გაჩეჩილაძე, ახალქალაქში კი – ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, მარიამ მამისმედაშვილი, დათუნა მგელაძე, დუეტი „ჯორჯია”.

”26 მაისის საზეიმოდ აღნიშვნის ღონისძიებებისთვის სამზადისი დასკვნით ეტაპზეა მარნეულსა და ახალქალაქში. მომზადებულია სცენა ძალიან საინტერესო კონცერტისთვის. ამავდროულად, მოწყობილია სივრცეები გასართობი, შემეცნებითი და სპორტული აქტივობებისთვის, რომელიც გათვლილია ყველა ასაკობრივ სეგმენტზე, მათ ინტერესებზეა მორგებული. ვეპატიჟებით ყველას, ერთად აღვნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების სიყვარულით,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები