რუსეთმა 5 შვედი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა ქვეყნიდან ხუთი შვედი დიპლომატი გააძევა.

როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის შვედეთის “კონფრონტაციულ ქმედებებზე საპასუხო ზომა”.

სამინისტროში შვედეთის ელჩი, მალენა მარდი დაიბარეს.

„შვედეთის ელჩს ეცნობა, რომ რუსულმა მხარემ საპასუხოდ გადაწყვიტა, პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა ხუთი შვედი დიპლომატი, მათ შორის, მოსკოვში შვედეთის საელჩოს თავდაცვის ატაშეს სამი თანამშრომელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, 25 აპრილს შვედეთში რუსეთის საგარეო მისიის ხუთი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოსკოვმა სტოკჰოლმის მხრიდან ღიად მტრულ ნაბიჯად შეაფასა.

„შვედეთის ხელისუფლების ამ ქმედებებმა კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია ორმხრივ ურთიერთობებში, რომელმაც უპრეცედენტო დაბალ დონეს მიაღწია, მათ შორის, შვედეთში მიმდინარე რუსოფობიური კამპანიის შედეგად“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

მათი განმარტებით, შვედ დიპლომატებს დაევალათ, დატოვონ რუსეთის ფედერაცია იმავე ვადაში, რაც შვედეთის ხელისუფლებამ რუს თანამშრომლებს ქვეყნის დასატოვებლად განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები