რატი იონათამიშვილი: თუ ვინმეს არ აქვს უფლება, 26 მაისს რაიმე პატრიოტულზე ელაპარაკოს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილის განცხადებით, თუ ვინმეს არ აქვს უფლება, 26 მაისს რაიმე პატრიოტულზე ელაპარაკოს მოქალაქეებს, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”.
იონათამიშვილის შეფასებით, ნებისმიერი პოზიტივი, რაც ქვეყანაში ხდება, “ნაცმოძრაობას” აღიზიანებს.
“თუ ვინმეს არ აქვს უფლება, 26 მაისს რაიმე პატრიოტულზე ელაპარაკოს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და მათი სატელიტები, სწორედ ამ ადამიანებმა მოუწყვეს ყველაზე მძიმე ღამე 2011 წელს ამ ქვეყნის თავისუფლების მოყვარე ადამიანებს, მაგრამ ისინი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური გრინჩები, ვისაც აღიზიანებს ნებისმიერი პოზიტივი, რაც კი ქვეყანაში ხდება და ისეთ საკითხზეც კი, სადაც ვიცით, რომ თემატიკის მიხედვით იცვლება ყველა რეკვიზიტი და ერთადერთი, რაც არ იცვლება, არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშა, ეს ფაქტიც კი სპეკულაციების საბაბს უჩენს და ამას კადრულობენ. არავის გაუკვირდეს, რომ მძიმე პასუხს მიიღებენ ჩვენი საზოგადოებისგან”, – განაცხადა იონათამიშვილმა.