“რადიკალურ ძალებს აქვთ ძალიან დიდი სურვილი, გამოიგონონ და ჩვენს პარტნიორებს მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია, თითქოსდა საქართველო შემჩნეულია რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლაში” – გივი მიქანაძე

„რადიკალურ ძალებს აქვთ ძალიან დიდი სურვილი, გამოიგონონ და ჩვენს პარტნიორებს მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია, თითქოსდა, საქართველო შემჩნეულია რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც ნატოს გენმდივნის განცხადებას გამოეხმაურა.

“საქართველო იყო და არის სოლიდარული უკრაინის, უკრაინელი ხალხის, ჩვენ ეს დავამტკიცეთ და ვამტკიცებთ ყოველდღიურად ამას. რადიკალურ ძალებს აქვთ ძალიან დიდი სურვილი, გამოიგონონ და ჩვენს პარტნიორებს მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია, თითქოსდა, შემჩნეულია საქართველო რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლაში, თუმცა დღემდე ერთი კონკრეტული ფაქტიც ვერ დადასტურდა ამის, რადგან ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებს ასეთი, რომ რუსეთმა საქართველოს მეშვეობით აუაროს სანქციებს გვერდი. ნატოს გენმდივნის განცხადება არის კიდევ ერთხელ შეხსენება, რას ფიქრობს ცივილიზებული სამყარო, სად დგას და ჩვენ ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ, ჩვენ ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის ის, რასაც ჩვენ სრულფასოვნად ვუჭერთ მხარს და ეს 400-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტში ავსახეთ, ამიტომ საქართველოსთან მიმართებით რაიმე კითხვების დასმის საფუძველი არ არსებობს, რადიკალურ ოპოზიციას სურს ზოგადად გაჟღერებული ფრაზები გადმოიტანონ საქართველოზე,” – განაცხადა მიქანაძემ.

ნატოს გენმდივანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებს, რისიც სწამთ, შეესაბამებოდეს. მისივე თქმით, ელიან, რომ ნატოს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები