ქალაქ თეთრიწყაროში, ტყის ჩიხის ქუჩაზე სკვერის მშენებლობა დასრულდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დასრულებული სკვერი დაათვალიერა, რომელიც ადგილობრივების თხოვნის შესაბამისად, საცხოვრებელი კორპუსების წინ მოეწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სკვერი შემოიღობა ლითონის მოაჯირებით, სივრცეში განთავსდა  საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო ტრენაჟორები, მოსასვენებელი სივრცე მაგიდებით და სკამებით, დამონტაჟდა სკვერის შიდა განათება, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები და საფარი კაუჩუკის ფილებით მოეწყო.

„ახალი მოსასვენებელი სივრცეების გახსნა, ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ქალაქ თეთრიწყაროს ახალი სკვერი შეემატა, მინდა მივულოცო ადგილობრივ მაცხოვრებლებს, დღეიდან მათ ექნებათ კომფორტული გარემო, ბავშვებს კი შესაბამისი სივრცე გართობისთვის, ჯანსაღი ცხოვრებისთვის და მოსვენებისთვის“, – განაცხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები