გივი თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვერ ილაპარაკებს – გია ბარამიძე

„მშვენივრად იცით, რომ გივი თარგამაძე არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა პარტიის სახელით ვერ ილაპარაკებს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

„ამ საკითხზე ჩემთვის კითხვის დასმა არარელევანტურია. ბუნებრივია, ნებისმიერი მოქალაქის განცხადებებზე მე არ უნდა მეკითხებოდეთ“, – აღნიშნა გია ბარამიძემ.

კითხვაზე, „გივი თარგამაძე ნებისმიერი მოქალაქეა? ის თქვენი ყოფილი თანაგუნდელია“, – გია ბარამიძე პასუხობს, რომ „წევრიც კი ვერ ისაუბრებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, არათუ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვერ ისაუბრებს ყოფილი წევრი“.

გივი თარგამაძემ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა:

„ამათი იარაღით გადაგდება რომ გვდომოდა, ორიათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით“. თარგამაძის თქმით, ქვეყანა რომ გადარჩეს, ყველაფერი უნდა გააკეთონ, მათ შორის, მისაღებია მწვავე პროტესტიც. ამასთან, გივი თარგამაძემ აღნიშნა: „მარტის პროტესტის დროს, როცა ჩვენთან პოლიციის მანქანის დაწვაზე იყო საუბარი, ნახევარი პარიზი გადაწვეს, რაშიც არაფერია საშინელი“. მისივე თქმით, მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები