საგარეჯოში, კოსტავას ქუჩაზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.
“ქალაქ საგარეჯოში, კოსტავას ქუჩაზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილესთან, ემზარ კუჭუაშვილთან ერთად მოინახულა, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა, არსებულ საჭიროებებზე გაესაუბრა და მოსაზრებები მოისმინა. ადგილობრივებმა ხელისუფლების პირველ პირებს მადლობა გადაუხადეს წინასაარჩევნო დაპირების სისრულეში მოყვანისთვის და წარმატება უსურვეს სამომავლო საქმიანობაში.

ავთანდილ გულიკაშვილმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა პროექტს სხვადასხვა ეტაპზე საჭიროებების დროულად მოგვარების მიზნით, პირადად გაუწევს მონიტორინგს”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები