გიორგი ტყემალაძე და კახაბერ ლაბუჩიძე N 41 საბავშვო ბაღში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი – გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად თბილისის N 41 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ბაღის აღსაზრდელებმა ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს დედაენის, დედამიწისა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეებისადმი მიძღვნილი მხატვრული კომპოზიციები წარუდგინეს.

ღონისძიების შემდეგ, გიორგი ტყემალაძემ და კახა ლაბუჩიძემ ბაგა-ბაღის შენობა დაათვალიერეს და სააღმზრდელო პროცესს გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები