“საქართველოს უკრაინის მხარდაჭერის განწყობა რომ არ ჰქონდეს, ბევრი მიზეზი ექნებოდა, რის გამოც საერთაშორისო პლატფორმაზე თავს შეიკავებდა” – მიხეილ სარჯველაძე
„საქართველოს უკრაინის მხარდაჭერის განწყობა რომ არ ჰქონდეს, ბევრი მიზეზი ექნებოდა, რის გამოც, იგივე საერთაშორისო პლატფორმაზე თავს შეიკავებდა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
სარჯველაძის თქმით, საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად აკეთებს იმას, რაც მას ხელეწიფება და ამის საპირისპიროს მტკიცება სინამდვილის დამახინჯებაა.
„პრემიერმინისტრმა ახსნა, თუ რატომ ვერ შეძლებს საქართველო რუსეთის ფედერაციისათვის სანქციების დაწესებას და რატომ იქნება ეს გაუმართლებელი.
უკრაინას მხარდაჭერის საქმეში საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენების თვალსაზრისით საქართველო სანიმუშოდ აქტიური იყო. ეს მხედველობაში უნდა მიიღოს, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, რომელსაც საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.