მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფო დღეს არის იმდენად ძლიერი და წელში გამართული, რომ მუქარების არ შეიძლება, ეშინოდეს

“მე მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს ძალიან ძირეული პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, რომ ისინი ვერ გადაეჩვივნენ კუნთებზე ყურებას, მით უმეტეს, მაშინ, როცა არავითარი საფუძველი არ აქვთ, ივარაუდონ, რომ მათ ეს კუნთები აქვთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ გივი თარგამაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სახელმწიფო დღეს იმდენად ძლიერი და წელში გამართულია, რომ მუქარების არ შეიძლება, ეშინოდეს.

„მუქარების მთავარი დანიშნულება გახლავთ, რაღაცნაირად შექმნან შთაბეჭდილება, თითქოსდა ნოყიერი ნიადაგია დესტრუქციული გეგმების განხორციელებისთვის, თუმცა, უმჯობესია, დროულად მიხვდნენ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან სახელმწიფო დღეს არის იმდენად ძლიერი და წელში გამართული, რომ ასეთი მუქარების, არ შეიძლება, ეშინოდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანი, რაც მათ უნდა ახსოვდეთ აუცილებლად, ის არის, რომ მათი შემოთავაზებული ეს სისხლიანი რევოლუციები ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეიძლება ეწერებოდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში. როდესაც საზოგადოება მათ ზურგს აქცევს, ბრალეულობა სხვაგან კი არ უნდა ეძებონ, საკუთარი განცხადებების მიზეზით არის ხოლმე, რომ დღითი დღე კლებულობს მათი რეიტინგი, ამის გამოა, რომ ემართებათ ის, რაც დაემართათ, მაგალითად, თუნდაც შიდაპარტიული არჩევნების სახით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, გივი თარგამაძემ განაცხადა: მარტის პროტესტის დროს ამბობდნენ, პოლიციის მანქანა როგორ დაწვესო, იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო, ამაში არაფერია საშინელი, მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები