“ჩამოყალიბებულია რევოლუციური კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობს „ნაცმოძრაობა“ – გია ვოლსკი

„ჩამოყალიბებულია რევოლუციური კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობს „ნაციონალური მოძრაობა” – მთავარი მიმართულება არის აქციები, შეჯახებები, სისხლისღვრა – ეს კიდევ ერთხელ ამოიძახა თარგამაძემ პოლიტიკური ცოდვების კასრიდან, სადაც გარკვეული ტიპები სხედან ნაგავში ჩაფლული“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მას ჰკითხეს გივი თარგამაძის განცხადებაზეც, რომელმაც მარტის აქციების კომენტირებისას თქვა, რომ პროტესტის დროს “მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ მთელ ევროპაში და იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო”.

„წარმოდგენა მექმნება, რომ არსებობს პოლიტიკური ცოდვების დიდი კასრი, სადაც სხედან გარკვეული ტიპები, ჩაფლული არიან ნაგავში, პერიოდულად თავს ამოყოფენ და ამოსძახებენ საზოგადოებას, რომ ისინი კიდევ არსებობენ და რადიკალიზმი აუცილებელია, პიროვნულად გივი თარგამაძეს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ამ რევოლუციური კომიტეტის არსი, მიესალმება მანქანების გადატრიალებას და მაგალითს უჩვენებენ, რომ ასე ხდება ევროპულ ქვეყნებში და ეს უნდა გაიმეორონ.

სისხლისღვრა არის ამოცანა, რომელიც არ შეცვლილა და გივი თარგამაძემ ეს კიდევ ერთხელ ამოიძახა იმ კადრიდან, რომელზეც უკვე გითხარით”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები