“საქართველოსთან ბევრი რამ გვაკავშირებს, რა შუაშია აქ აშშ” – ზახაროვა საქართველოსთვის შესაძლო სანქციების დაწესებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის გამო, “საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ აშშ-ის განცხადება სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევაა”.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„არ შეიძლება იყოს სხვა კვალიფიკაცია, გარდა სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევის. ეს არის ავიამიმოსვლა ისეთ ქვეყნებს შორის, რომლებიც არიან მეზობლები არა მხოლოდ გეოგრაფიული თვალსაზრისით, არამედ ისტორიულ კონტექსტში ბევრი რამ გვაკავშირებს. რა შუაშია აქ აშშ, საერთოდ გაუგებარია. გონივრული ახსნა არ არსებობს, ვერც იქნება იმაზე, თუ რატომ თვლის შეერთებული შტატები შესაძლებლად კომენტარი გააკეთოს ორი სუვერენული სახელმწიფოს შეთანხმებაზე“, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები