“გიორგი ვაშაძე არის იმ ჯგუფის წევრი, რომელსაც სურს და ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, იყოს საქართველოში არეულობა, დესტაბილიზაცია” – მაკა ბოჭორიშვილი

„ვაშაძის განცხადებებზე სერიოზულად კომენტარის გაკეთება ალბათ ძალიან რთული იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი არის სწორედ იმ ჯგუფის წევრი, რომელსაც სურს და ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – იყოს საქართველოში არეულობა, დესტაბილიზაცია“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„მათი მიზანია, მაქსიმალურად შეიქმნას ის პირობები, რაც ხელს შეუშლის საქართველოს სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში და, განსაკუთრებით, ევროკავშირთან ურთიერთობებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები