ახალციხეში 30 მაისს დასაქმების პირველი რეგიონული ფორუმი გაიმართება

30 მაისს ახალციხე პირველ რეგიონულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან სივრცეში, გაეცნონ როგორც ქსელური ბრენდების, ისე – ადგილობრივი ბიზნესის აქტიურ ვაკანსიებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიება, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრის სკვერში, 13:00-საათიდან დაიწყება. ფორუმის გარდა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, 29 მაისს, ახალციხეში პირველ სერვის-ცენტრს გახსნის, რაც ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს, მუდმივად გაეცნონ რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს, სერვისებსა და პროგრამებს, რომელსაც სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია, ადგილობრივ დამსაქმებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან საინფორმაციო შეხვედრა. სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

საინფორმაციო შეხვედრები და დასაქმების ფორუმები, თბილისსა და რეგიონებში, მუდმივად იმართება – აპრილში ღონისძიება ბათუმში ჩატარდა, ახალციხის შემდეგ კი, დასაქმების ფორუმს, კახეთი უმასპინძლებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები