ნაცისტების პროექტი „ტყუპები“ – სიმართლე თუ ფიქცია?

„ტყუპების“ პროექტი ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი საშინელი დანაშაულია. ის იმდენად არაადამიანურია, რომ დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ საშინელ ლეგენდად ითვლებოდა, მაგრამ ბევრი დოკუმენტი, მათ შორის, ათასობით ფოტოსურათი, რომელიც ახლახან აღმოაჩინეს საიდუმლო არქივებში, გვარწმუნებს, რომ ეს სიმართლეა.

პროექტი „ტყუპები“ და „სიკვდილის ანგელოზი“

1939 წელს მესამე რაიხში, ადოლფ ჰიტლერის პირადი მითითებით, შეიქმნა ღრმად გასაიდუმლოებული პროექტი, სახელწოდებით – „ტყუპები“. ეს სახელწოდება მან მიიღო ტყუპების მეტეორული წვიმის პატივსაცემად, რომელიც ჩნდება ტყუპების თანავარსკვლავედში ყოველი წლის დეკემბრის პირველ ნახევარში.
პროექტის თავდაპირველი მიზანი ადამიანზე წამლებისა და შხამიანი ქიმიკატების ზემოქმედების შესწავლა იყო. პროექტს ხელმძღვანელობდა ექიმი რიტერ ვულფი, რომელსაც მხარი დაუჭირა რაიხსფიურერმა, ჰაინრიხ ჰიმლერმა. 1942 წელს ნაცისტების ლიდერმა, საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებზე ექსპერიმენტების ჩატარების უფლება გასცა. ამის შემდეგ ოსვენციმში და რამდენიმე სხვა დიდ სასიკვდილო ბანაკში გაჩნდა „სამეცნიერო“ ლაბორატორიები.

მალე პროგრამა გაფართოვდა და ვულფის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყეს, რომლებიც არიული რასის უპირატესობის დასამტკიცებლად იყო შექმნილი. იგი ეფუძნებოდა „ძველი გერმანიის ისტორიის შემსწავლელი გერმანული საზოგადოების“ იდეოლოგიას, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც  „წინაპართა მემკვიდრეობა“. ამ ორგანიზაციას 1935 წლიდან ხელმძღვანელობდა იგივე რაიხსფიურერი ჰაინრიხ ჰიმლერი. „ტყუპების“ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ექსპერიმენტები ახალშობილ ტყუპებზე. ამ ნაშრომში მთავარი ფიგურა გახლდათ ექიმი იოზეფ მენგელე, რომელსაც აუშვიცის პატიმრებმა მეტსახელად „სიკვდილის ანგელოზი“ შეარქვეს.

სიკვდილის ქარხანა

მენგელეს განკარგულებაში მუდმივად იყო 10-13 ათასი პატიმარი, რომელთა შორის შედიოდნენ კაცები, ქალები და ბავშვები. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა არა მარტო ტყუპებს, არამედ ჯუჯებს და ლილიპუტებს. ექიმმა პირადად აირჩია ისინი, ვინც ექსპერიმენტულ ყაზარმაში წავიდოდა და გაზის კამერაში დაიღუპებოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მენგელეს ლაბორატორია 3000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. აქედან 200-ზე მეტი ვერ გადარჩა, უმეტესობა კი, მძიმედ დაშავდა და ხეიბარი გახდა.

იოზეფ მენგელეს თავში მრავალი იდეა უტრიალებდა, რომელიც არიული რასის გაუმჯობესებას უკავშირდებოდა. ექიმი ოცნებობდა, რომ ყველა გერმანელს ცისფერი თვალები ჰქონოდა. ის ცდილობდა მიეღწია ფერის შეცვლას თვალში სხვადასხვა საღებავების შეყვანით, რაც, ჩვეულებრივ, სრულ სიბრმავეს იწვევდა. გარდა ამისა, ოსვენციმში ტყუპებს „კერავდნენ“, აქცევდნენ სიამის ტყუპებად, შემდეგ კი, აშორებდნენ ერთმანეთს. მკვლელი ექიმების ცალკე გუნდი, „სიკვდილის ანგელოზის“ ხელმძღვანელობით, საშიში დაავადებების შესწავლით იყო დაკავებული. ერთ-ერთი ტყუპისცალი სასიკვდილო ინფექციით დაინფიცირდა და დაავადებული ორგანიზმი მეორე, ჯანმრთელ ტყუპს შეადარეს. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ყველაზე ხშირად ბავშვებს კლავდნენ და წვავდნენ ოსვენციმის კრემატორიუმში.

საკონცენტრაციო ბანაკის ლაბორატორიაში იყო საოპერაციო ოთახი, სადაც საზარელი ქირურგიული ჩარევები მიმდინარეობდა. მენგელე ახორციელებდა ამპუტაციებს ანესთეზიის გარეშე, ატარებდა ექსპერიმენტებს ორგანოების გადანერგვაზე და ცოცხალ ადამიანებს კვეთდა. „სიკვდილის ანგელოზი“ დაინტერესდა ადამიანის სხეულის ფარული შესაძლებლობებით და დარწმუნებული იყო, რომ ბრწყინვალე აღმოჩენებს გააკეთებდა.

გაყინვის ექსპერიმენტები

პროექტის ფარგლებში, შესრულდა სამხედრო დაკვეთებიც. ამ ექსპერიმენტებში მონაწილეობდნენ როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები. ნაცისტები დაინტერესდნენ სამედიცინო ტექნოლოგიებით, რომლებსაც შეეძლოთ დაჭრილი ჯარისკაცების და ოფიცრების გადარჩენა. ექსპერიმენტებისთვის იდეების მთავარი მიმწოდებელი ლუფტვაფე გახლდათ. ჩრდილოეთ განედებში ბრძოლების დროს ჩამოგდებული გერმანელი მფრინავები ხშირად ხვდებოდნენ გაყინულ წყალში. ოსვენციმში მათ შეისწავლეს ჰიპოთერმიის მქონე პილოტების გადარჩენისა და მათთვის სიცოცხლის დაბრუნების გზები.

საკითხის არსის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით, საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრები ჩაძირეს ყინულოვან წყალში, რის შედეგადაც ისინი კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანეს. ამის შემდეგ ისინი ცდილობდნენ ცდის პირების „გადარჩენას“ გამათბობელი მოწყობილობების ან სპეციალური ინექციების დახმარებით. ასეთი ექსპერიმენტების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი უზარმაზარი იყო, მაგრამ ისინი, ვინც გადარჩნენ, თითქმის ყოველთვის განწირულნი იყვნენ სიკვდილისთვის გაზის კამერაში ან გულში ფენოლის შეყვანით.

დაბალი წნევა და ჟანგბადის უკმარისობა

ნაცისტები ასევე დაინტერესდნენ, თუ როგორ იქცევა სხეული კრიტიკულად დაბალ წნევაზე. მეორე მსოფლიო ომის დროს აქტუალური იყო მაღალ სიმაღლეზე ფრენის საკითხები, სადაც მტრის საზენიტო არტილერია ვერ აღწევდა და მისი მებრძოლები ვერ ადიოდნენ. მფრინავების მთავარი მტერი ამ შემთხვევაში იყო უკიდურესად დაბალი წნევა და ჟანგბადის ნაკლებობა.

საკონცენტრაციო ბანაკებში დამონტაჟდა სპეციალური ვაკუუმის კამერები, რომლებშიც პატიმრებს ათავსებდნენ და ჰაერს ამოტუმბავდნენ. ძნელი წარმოსადგენია ჰაერის უკმარისობით მომაკვდავი ადამიანების ტანჯვა და წნევის კრიტიკული დაქვეითება. მენგელემ და მისმა თანმხლებლებმა მიუკერძოებლად ჩაწერეს თავიანთი დაკვირვებები, თვლიდნენ, რომ ისინი მეცნიერებაში გარღვევას მოახდენდნენ.

ყველაფერი, რაც „ტყუპების“ პროექტის ფარგლებში მოხდა, იმდენად ამაზრზენი იყო, რომ ბევრს დღემდე არ სჯერა მისი რეალურობის. თუმცა, საბუთები, რომლებიც ჯერ კიდევ საიდუმლო არქივებშია შენახული, სრულად ადასტურებს ყველა საშინელებას. ასევე, არსებობს ბავშვებზე ექსპერიმენტების რამდენიმე ცოცხალი მოწმე, რომლებიც ისეთ რამეებს ამბობენ, გონებას დაჯერებაც უჭირს. ტყუპების პროექტში ჩართულმა ყველა ნაცისტმა არ მიიღო ის, რაც დაიმსახურა. ვიღაცამ მოახერხა გაქცევა, როგორც თავად მენგელემ, რომელიც ბრაზილიის ერთ-ერთ სანაპიროზე გულის შეტევით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები