ვაშლიჯვარში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

    30 აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, ვაშლიჯვარში, ძმათა სასაფლაოზე, „გმირთა სავანეში“ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი იმყოფებოდა. მან დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა სიმბოლურ საფლავებზე ყვავილები დააწყო.
ღონისძიების დასასრულს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ მებრძოლ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ფერაძე, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა ოჯახის წევრები და თანამებრძოლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები