„ლაჩრებო და უნამუსოებო, ისევ სხვების, ახალგაზრდა თაობის სისხლზე გინდათ ხელისუფლებაში მობრუნება?!“

   “ნაცები” ომის პროვოცირების პროპაგანდას ეწევიან, რომელიც საქართველოს დაღუპვის ტოლფასია”! – ამის შესახებ „კვირას“ პოლიტოლოგმა ჯუმბერ კირვალიძემ განუცხადა. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, „ნაცმოძრაობის“ ლიდერები აქციებს აწყობენ და ქართველებს უკრაინაში მოხალისეებად ბრძოლისთვის მოუწოდებენ.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერები და მათი ზომბირებული ფანები აქციებს აწყობენ და ქართველებს “სინდისზე აგდებენ”, რომ უკრაინაში საომრად წავიდნენ, რადგანაც “იქ წყდება საქართველოს ბედიო”!.. გუშინ კახა კალაძეს ლანძღვა–გინება დაატეხეს თავზე იმის გამო, რომ მან გონიერი განცხადება გააკეთა უკრაინის კრიზისთან მიმართებაში! ადრეც დავწერე და მინდა განმეორებით ვუთხრა “ნაცპოპულისტებს”, თავი რომ მოაქვთ და პროვოკაციული გამოხდომებით ცდილობენ, გონება აურიონ ქართველი ახალგაზრდების ნაწილს, სარგებლობენ რა მათი გამოუცდელობით!..”ნაცგმირებო”! წარმოიდგინეთ, რომ ხალხმა დაიჯერა თქვენი “მამაცური” ჭყლოპინი და გითხრეს – გაგვიძეხით უკრაინისკენ და მოგყვებითო!.. ოღონდ, ჯერ თქვენ თვითონ წადით დონბასში, ვინ გიშლითო?! რას შვებით მერე?! “ჩვენში დარჩეს” და რაღა იქ “გარბიხართ”, აგერ არის ოკუპანტიც და სეპარატისტიც – თბილისიდან 50 კილომეტრში, ჰოდა, შექმენით პარტიზანული რაზმები, შედით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაიწყეთ ბრძოლა, მიეცით პირადი მაგალითი ახალგაზრდებს!!.. ჰო, რა იყო, ხომ არ “შეშინდით” პარლამენტის “ლომებო”??!!.. თქვენი “გორულა სარდალიც” ამერიკაში ნებივრობს და კიევში “შეივლის” ხოლმე ხანდახან, ახლა უკრაინა უნდა დაღუპოს, თუმცა, მის მიერ მეჯვრისხევის ქუჩაზე “ცხვირით გათხრილი სანგარი” ყველას ახსოვს, თქვენ კი, უტიფრად სხვას უწოდებთ “ჩმოს” და “შიშისგროვას”?! თქვე მართლა ლაჩრებო და უნამუსოებო, ისევ სხვების, ახალგაზრდა თაობის სისხლზე გინდათ ხელისუფლებაში მობრუნება?! მაშინაც, 2008 წლის აგვისტოში, სრულიად ახალგაზრდა ბიჭების სიცოცხლე შეწირეთ თქვენს ავანტიურისტულ პოლიტიკას და საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებას!! თანამედროვე მსოფლიოში უზარმაზარ რუსულ სამხედრო მანქანას, რომელსაც ამერიკაც, ევროპაც და ჩინეთიც უფრთხის, ჩაახოცინეთ ჩვენი შვილები და ძმები!!.. დაიმახსოვრეთ, რომ ასეთი ავანტიურის გამეორების საშუალებას აღარ მოგცემთ ქართული საზოგადოება და პასუხსგაგებინებთ მთელი სიმკაცრით“!!! – ამბობს ჯუმბერ კირვალიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები