15 დეკემბერი ანა კალანდაძის დაბადების დღეა. პოეტი 1924 წლის 15 დეკემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში დაიბადა. მას დღეს 101 წელი შეუსრულდებოდა.
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…
ანა კალანდაძე