საქართველოში უნგრეთის ელჩი: იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე მივიღეთ გარანტია, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე, მათ შორის – სააკაშვილზე

“ჩვენ მივიღეთ გარანტია, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე, მათ შორის – სააკაშვილზე”,- ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ანა მარია შიკომ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე უნდა არსებობდეს კანონის უზენაესობა, ის უნდა იყოს სამართლიანი და ყველასთვის თანაბარი.

„ის იყო ღია და გულწრფელი. საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ იურისტები, არც ექიმები და ჩვენ ვიცით, რომ ეს საქმე ასევე არის პოლიტიკური. პოლიტიკაზე კი კომენტარს ვერ გავაკეთებთ. პოლიტიკური საკითხები თქვენი და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენ გვსურს, მივიღოთ გარანტია, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე. არ აქვს მნიშვნელობა, ეს პატიმარი წარსულში პოლიტიკოსი იყო თუ სხვა რამ, მას უნდა მოეპყრონ სამართლიანად. ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე უნდა არსებობდეს კანონის უზენაესობა, ის უნდა იყოს სამართლიანი და ყველასთვის თანაბარი. ჩვენ მივიღეთ გარანტია, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე, მათ შორის, სააკაშვილზე“, – განაცხადა საქართველოში უნგრეთის ელჩმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა დიპლომატებს მსჯავრდებულ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები