უმაღლესი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე დარგის სპეციალისტებს მოუსმინეს
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული უმაღლესი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე კომიტეტის განახლებული სამოქმედო გეგმა განიხილეს.
პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტისა და საბჭოს წევრებმა საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებები განსაზღვრეს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დარგის სპეციალისტებმა დეპუტატებს რეკომენდაციები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა უმაღლეს განათლებაში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განვითარების მნიშვნელობაზე.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ აღნიშნა, განათლების კომიტეტთან 5 ახალი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომელიც სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებს. მისივე თქმით, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების მიმართულებების მიხედვით თემატური მოკვლევები განხორციელდება. განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავად კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს.