მამუკა მდინარაძე: ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც ხელოვნურად აჭიანურებენ და ანსამბლს არ უშვებენ აშშ-ში
“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის არმიცემით ანსამბლ „მართვეს“ ხელოვნური ბარიერი შეუქმნეს.
მისივე თქმით, ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც ხელოვნურად აჭიანურებენ და ანსამბლს არ უშვებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„ხელოვნური გაჭიანურების ფაქტი დაიდო. დაახლოებით, 50 ბავშვზე იყო საუბარი, თუ არ ვცდები. 50-დან 10-ს რომ ეტყვი, რომ მოესწრება [ვიზა] და 40-ს ეტყვი, არ მოესწრებაო, ის ანსამბლი, ის 10 ბავშვიც ვერ წავა ხომ?! დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც ხელოვნურად აჭიანურებენ და ანსამბლს არ უშვებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიღაცის შვილზე თუ იყო ეს დამოკიდებული, ეს კიდევ უფრო მეტი პრობლემა ყოფილა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ეს კითხვებიც, სამწუხაროდ დაისვა გუშინ“, – განაცხადა მდინარაძემ.