ნიკოლოზ სამხარაძე იტალიის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და საპარლამენტო ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობები განიხილეს. დადებითად შეაფასეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო დელეგაციის მიერ, მიმდინარე წლის მაისში, გამართული ვიზიტი იტალიაში.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ იტალიელ დიპლომატს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ხელისუფლების ერთგულება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და მიღწეულ პროგრესზე. ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები