პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 86 ხმით მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივას წარმოადგენს და იგი „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის პარლამენტში უკვე ინიცირებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.

„პრაქტიკულად ეს არის მთლიანად გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივა იმ საკანონმდებლო ცვლილებებიდან, რომელიც შემოთავაზებულია ძირითადი პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონიდან”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
ცვლილება შედის ასევე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ” კანონსა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში”. აღნიშნული პროექტებიც ასევე ითვალისწინებს ამ საკანონმდებლო აქტების პარლამენტში უკვე ინიცირებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები