ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მიზანია, რომ საქართველო რაც შეიძლება დაზიანებულ მდგომარეობაში იყოს

“ოპოზიციის მიზანია, რომ საქართველო რაც შეიძლება დაზიანებულ მდგომარეობაში იყოს, ეს ყველა მიმართულებას ეხება, რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებს თუ ევროკავშირის 12 რეკომენდაციას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ყველაფერზე დაუფიქრებლად საუბრობს.

„ერთადერთ ხსნას ხედავენ იმაში, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცუდად წავიდეს და უკმაყოფილება იყოს, რაც, მათი აზრით, ხელისუფლებაში უკან დაბრუნების საშუალება იქნება. დაუფიქრებლად საუბრობენ ყველაფერზე, რაც საქართველოს ინტერესებს აზიანებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები