საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ხახუბიას და სალომე ჯინჯოლავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილია ოქმი, ყველა საჭირო დოკუმენტაცია გიორგი ხახუბიას არჩევის შესახებ, შესაბამისად, კომიტეტმა მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხი დადებითად გადაწყვიტა.
სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლის, სალომე ჯინჯოლავას უფლებამოსილების ცნობის საკითხი. ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, სალომე ჯინჯოლავა „ქართული ოცნების” პარტიული სიით წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატია. გიორგი ხახუბიას და სალომე ჯინჯოლავას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.