ეროვნულ გალერეაში ორი ქართველი მხატვრის, მაკა ბატიაშვილისა და გელა პატიაშვილის, პერსონალური გამოფენები გაიხსნა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში ქართველი მხატვრების – მაკა ბატიაშვილისა და გელა პატიაშვილის – პერსონალური გამოფენები გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, მხატვრების ოჯახის წევრები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მაკა ბატიაშვილის პერსონალურ გამოფენას – „სიჩუმის დარღვევა“ – ეროვნული გალერეა პირველად მასპინძლობს და ის აერთიანებს მხატვრის ბოლო პერიოდში შექმნილ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, რომელთა თემა ადამიანი და მისი გარემომცველი სამყაროა.
„დამთვალიერებელს ხვდება ადვილად საცნობი მხატვრისეული სიუჟეტები ახალი ემოციური მინიშნებებით. ე.წ. ლოკდაუნის პირობებში, როცა ურბანული ხმები შეწყდა, ჰაერი გაიწმინდა. სანაცვლოდ ახალ რეალობაში აღმოვჩნდით, ახალი შეგრძნებებით. გაისმა ხმები, რომელთაც მანამდე ყოველდღიური ხმაური ახშობდა. როგორც მხატვარი ამბობს, ქალაქის რიტმი გაჩერდა და ჰაერში ფრინველთა ხმამაღალი სიმღერა გაისმა. ასე გაჩნდა თემა და გამოფენის სახელწოდება.

მაკა ბატიაშვილი 1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ხელოვანი ხშირად მართავდა გამოფენებს საქართველოში და საზღვარგარეთ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პრეზენტაცია კატალოგისა „სიჩუმის დარღვევა“. კატალოგი მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს.
ეროვნული გალერეის პირველი სართულის საგამოფენო სივრცეში ასევე პირველად არის წარმოდგენილი მხატვარ გელა პატიაშვილის პერსონალური გამოფენა – „ჩვენ – გადარჩენილები“. გამოფენის თემა უნივერსალურია. ის ნოეს კიდობნის თანამედროვე ინტერპრეტაციაა და ნოესთვის მინიჭებულ იმ უფლება-მოვალეობებს გულისხმობს, რომლებსაც ბიბლიურ კონტექსტში განმარტება არ სჭირდება.
ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილია მხატვრის მიერ აწყობილი საგამოფენო ობიექტი. საგამოფენო პროექტის იდეა ორი წლის წინ დაიბადა, პანდემიის პირობებში კი ის უფრო აქტუალური გახდა.
ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილია მხატვრის მიერ აწყობილი საგამოფენო ობიექტი. საგამოფენო პროექტის იდეა ორი წლის წინ დაიბადა, პანდემიის პირობებში კი ის უფრო აქტუალური გახდა.
ხელოვანის შემოქმედებითი საქმიანობა მეტწილად საფრანგეთს უკავშირდება. გელა პატიაშვილმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მერე კი მის პროფესიად ხატვა იქცა, რითაც ბავშვობიდან იყო გატაცებული. მხატვარმა 30 წელი იცხოვრა საფრანგეთში. პარიზის სტუდიებში (Saban Entertainment, Gaumont Animation, Fargo Studio, Millimages) მონაწილეობდა ანიმაციური ფილმებისა და სერიალების შექმნაში, საქმიანობდა სარეკლამო სფეროსა და კინემატოგრაფში. მხატვარმა რამდენიმე ათეულ ერთობლივ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და თხუთმეტამდე პერსონალური გამოფენა გამართა. 2018 წლიდან ის კვლავ საქართველოშია და აქტიურად მონაწილეობს მხატვრულ პროექტებში. გამოსცა რამდენიმე წიგნიც.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია კატალოგისა „ჩვენ – გადარჩენილები“, რომელშიც შევიდა მხატვრის სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ნამუშევრები.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მაკა ბატიაშვილისა და გელა პატიაშვილის ნამუშევრების გამოფენები 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.