ღაზას ნანგრევებში 10 000-მდე ცხედარს ეძებენ(ვიდეო)

ღაზას სექტორის ხელისუფლების განცხადებით, ისინი ნანგრევების ქვეშ დამარხული, დაახლოებით, 10 000 ადამიანის ცხედრის ამოყვანას ცდილობენ.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, ღაზას ქალაქის დიდი ნაწილი, ამჟამად, ნანგრევებად არის ქცეული და მუშებს ხელით უწევთ მიწის თხრა, რადგან მძიმე ტექნიკას ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება.

ოჯახები მიცვალებულების პოვნას ელოდებიან, რადგან ნათესავების დაკრძალვას ვერ ახერხებენ.

ამავდროულად, ღაზა მზარდი გარემოსდაცვითი კრიზისის წინაშე დგას. ბლოკადამ სანიტარულ ჯგუფებს აღმოსავლეთით მდებარე ძირითადი ნარჩენების გადამამუშავებელ ადგილებამდე მისვლაში ხელი შეუშალა. რადგან ნაგვის გადაყრის სხვა ადგილი არ იყო, მუნიციპალიტეტმა ქალაქში დროებითი ნაგავსაყრელი შექმნა.

ნარჩენები სახლების მახლობლად გროვდება, ტოქსიკურ აირებს გამოყოფს და მწერებს იზიდავს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხე ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები