როგორ შეცვალა ფორთოხლის ნარჩენმა ცენტრალური ამერიკის ეკოსისტემა

1996 წელს ეკოლოგმა, დენიელ იენცენმა და ვინი ჰოლვაკსმა ფორთოხლის წვენის მწარმოებელ Del Oro-ს მიმართეს უცნაური თხოვნით: გაეცა ფორთოხლის ნარჩენები. ფორთოხლის  ქერქი და რბილობი ჩამოტვირთეს ნაკვეთზე, რომელიც მაშინ ბრძოლის ველს უფრო ჰგავდა. ეს იყო ცარიელი ტერიტორია ცენტრალური ამერიკის ეროვნულ პარკში. იქ სპეციალური ნიშანი დადგეს, შემდეგ კი 16 წლით დაივიწყეს,  მაგრამ ბუნება „მუშაობას“ განაგრძობდა. ფორთოხლის ქერქმა ეკოსისტემა შეცვალა.
ეს ფოტო გადაღებულია ტვირთის ნაკვეთზე მოტანისთანავე, მას შემდეგ – რაც 12 ტონა ფორთოხლის კანი ადგილზე მიიტანეს. პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერები ამ გზით ცდილობდნენ ნიადაგის მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელიც ხანძრის შედეგად დაზიანდა.

მაგრამ ძალიან მალე კომპანია TicoFruit-მა, Del Oro-ს კონკურენტმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს „ექსპერიმენტი“ პარკის დაბინძურებას იწვევს. პროექტი დახურეს და მხოლოდ 2013 წელს მეცნიერებმა გადაწყვიტეს, საკუთარი ექსპერიმენტის შედეგები შეემოწმებინათ.

ადგილზე პირველი გაგზავნეს სტუდენტი ტიმოთი.

„შენ იქ დიდ ყვითელ ნიშანს დაინახავ“, – გააფრთხილეს მეცნიერებმა. 

ადგილზე მისულმა ტიმოთიმ ნიშანი ვერ იპოვა. მას ზუსტი კოორდინატები გამოუგზავნეს ტელეფონით და მაშინ ახალგაზრდა მიხვდა, რომ მთელი ეს დროს სწორ ადგილზე იდგა, მაგრამ იმ ადგილის ცნობა შეუძლებელი იყო.

 

„ძნელი დასაჯერებელია, რომ ფორთოხლის ქერქმა უბრალოდ შეცვალა ეკოსისტემა“, – თქვა ახალგაზრდამ.
მეცნიერებმა საოცარი რამ ნახეს: აქამდე უნაყოფო მიწაზე ხშირი ტყე გაიზარდა. ფოტოზე ზოლის მარცხენა მხარეს ის ადგილია, სადაც ქერქი დაიყარა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ადგილზე, სადაც 1996 წელს ნარჩენები ჩამოყარეს, 176%-ით მეტი ხე გაიზარდა, ვიდრე – მოსაზღვრე მინდორზე. მომდევნო სამი წლის მანძილზე პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერები დაწვრილებით შეისწავლეს ეს ადგილი და შეადარეს მიწასთან, რომელზეც ფორთოხლის ქერქი არ მოხვედრილა.
შედეგი გამოქვეყნდა ჟურნალში – Restoration Ecology. მოსაზღვრე ნაკვეთზე იყო მხოლოდ ერთი სახეობის ხე. ხოლო იქ, სადაც ქერქები დაყარეს, ათასი სახეობის მცენარე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები