გურამ მაჭარაშვილი: არახამია არ არის ის ფიგურა, რომელიც წარმოადგენს რაიმე წონას საქართველოს საზოგადოებაში

“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა.

“არახამია არ არის ის ფიგურა, რომელიც წარმოადგენს რაიმე წონას საქართველოს საზოგადოებაში, მაგრამ რადგან კითხვები არსებობს, პასუხი იქნება ის, რომ მან უნდა მიხედოს იმ ქვეყანას, რომელიც სამწუხაროდ არის საომარ მდგომარეობაში. როდესაც მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელი პოულობს დროს ასეთი საკითხებისთვის, რომ სხვა ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და ა.შ. მაშინ, როცა სამწუხაროდ, საკუთარ ქვეყანაში აქვს ასეთი მასშტაბური ომი, ეს უკვე მიანიშნებს, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი მოსაზრებები და მან სხვათა შორის აღიარა კიდეც ამ ინტერვიუში, რომ უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა და ამერიკელებმა არ მირჩიესო”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, არახამიას განცხადებით, ევროპულ მომავალს იმსახურებს ქართველი ხალხი და არა მთავრობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები