“მახარებს ჩვენი ახალგაზრდების წარმატებები” – გოგი მეშველიანი თეთრწყაროელ ლუკა ჯირაშვილს და წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭის სკოლის მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი – გოგი მეშველიანი თეთრიწყაროელ ლუკა ჯირაშვილს და წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის სკოლის მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს

„ვულოცავ თეთრიწყაროელ ლუკა ჯირაშვილს და წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის სკოლის მოსწავლეებს წარმატებას. მახარებს ჩვენი ახალგაზრდების წარმატებები და ვისურვებ, რომ კიდევ ბევრჯერ გაგვახარონ საკუთარი მიღწევებით“, – აღნიშნა გოგი მეშველიანმა.

ლუკა ჯირაშვილმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში კიკბოქსინგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 5, 6 და 7 მაისს გამართული ყველა შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონის ტიტულით ბრუნდება სამშობლოში.

წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 ვ კლასის მოსწავლეებმა  სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023 აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებში გოგონების მაგიდის ჩოგბურთში პირველი ადგილი მოიპოვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები