პუტინი ქართველ ხალხს, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერებს ომში გამარჯვებას ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დიდ სამამულო ომში გამარჯვების 78 წლისთავს საქართველოს და მოლდოვის ხალხებს, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო ლიდერებს ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

“რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დიდ სამამულო ომში გამარჯვების 78 წლისთავს ულოცავს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, ასევე, საქართველოსა და მოლდოვას ხალხებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პუტინი აღნიშნავს, რომ ამ დღეს „ღრმა პატივისცემით მივაგებთ პატივს“ ყველას, ვისმა გმირობამ ნაცისტი დამპყრობლების დამარცხება გახადა შესაძლებელი და სამშობლოს თავისუფლების დაცვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები