რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: სულ უფრო მეტად ღელავენ ეს ადამიანები “ქოლცენტრების” საქმეზე
“სულ უფრო მეტად ღელავენ ეს ადამიანები ქოლცენტრების საქმეზე და როგორც ჩანს ეს ღელვა უმიზეზო არ არის, ვინაიდან ძალიან ახლოს გრძნობენ გამოძიების სუნთქვას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის მიერ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება მოვლენებიდან გამომდინარე სწორ დასკვნას გამოიტანს.
„როგორც ჩანს, ამ ადამიანებს აქვთ რაღაც დასამალი. სხვანაირად ასეთ პანიკაში ჩავარდნილები არ იქნებოდნენ. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება ამ მოვლენებიდან გამომდინარე ძალიან სწორ დასკვნას გამოიტანს“, – აცხადებს იონათამიშვილი.