ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ამოცანაა, რომ მალტელ კოლეგებს გავაცნოთ ის პროგრესი, რომელიც რეფორმებთან დაკავშირებით გვაქვს
“მალტის პარლამენტში შეხვედრები დაიწყო. ჩვენი ამოცანაა, რომ მალტელ კოლეგებს გავაცნოთ ის პროგრესი, რომელიც რეფორმებთან დაკავშირებით გვაქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი იქნება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც.
„მათ შორის, ის რეფორმები, რომლებიც ეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას. ასევე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ ასევე ვესაუბრებით უსაფრთხოების გარემოზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და იმ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რომელიც ექნება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.