მაკა ბოჭორიშვილი – არახამიას განცხადებაზე: მსგავსი ხელის შემშლელი ნაბიჯები და განცხადებები ძალიან სამწუხაროა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ მომავალს იმსახურებს ქართველი ხალხი და არა – მთავრობა.

“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ქვეყნის ევროკავშირში წინსვლა, პირველ ყოვლისა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. მსგავსი განცხადებები მიანიშნებს, რა გავლენას ახდენს უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ პროცესში და რა ინტერესები არსებობს საქართველოსთან მიმართებით, რაც ძალიან სამწუხაროა. საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება უკრაინასთან, მოლდოვასთან მხარდამხარ იმ პროცესში, რასაც ჰქვია ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ჩვენი ერთიანი ინტერესი. რა თქმა უნდა, მსგავსი ხელის შემშლელი ნაბიჯები და განცხადებები ძალიან სამწუხაროა, თუმცა ვხედავთ, რომ არის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები