საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის კორონაციას ესწრება.
ლონდონში გადაღებული ფოტო სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო:
„ჩემთვის პატივია წარმოვადგენდე საქართველოს მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზ მესამის და მისი უდიდებულესობა დედოფალ კამილას კორონაციაზე უესტმინსტერის სააბატოში“.