პაველ ჰერჩინსკი: იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწევს იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია – ველოდებით საქართველოს!

„გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწევს იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია. ველოდებით საქართველოს!“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ ევროპის დღეს აღვნიშნავთ მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ევროპელი ლიდერების მიერ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, საქართველოს ევროპას მიეკუთვნება და საქართველოს გარეშე ევროპა სრული ვერ იქნება. აქ იმისთვის ვართ, რომ ევროპული ერთიანობის, ევროპული მრავალფეროვნების შესანიშნავი იდეა აღვნიშნოთ და ველოდებით საქართველოს! გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწევა იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია. გილოცავთ ევროპის დღეს”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპის დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიება დღეს „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები