უკრაინაში ოდესის მერი დააკავეს

უკრაინაში ოდესის მერი, გენადი ტრუხანოვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინის ანტიკორუფციულ პროკურატურაში განაცხადეს, გენადი ტრუხანოვი ოდესის მანქანათმშენებელი ქარხანა „კრაიანის“ საქმის ფარგლებში დააკავეს.

პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულმა სასამართლოს მიერ განსაზღვრული თითქმის 31 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო არ გადაიხადა, რის გამოც საგამოძიებო უწყებამ მისი პატიმრობა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული პროკურატურა ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს და მის მოადგილეს, პაველ ვუგელმანს ოდესის საქალაქო საბჭოს მიერ 2016 წელს კერძო სტრუქტურისგან ქარხანა „კრაიანის“ შენობის შეძენის გზით ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების მითვისებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები