ევროკავშირში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 13%-ით შემცირდა

A undated handout picture made available on 06 January 2009 shows a gas reservoir of the Czech Republic's largest natural gas trading company RWE Transgas company near Pribram, central Bohemia, Czech Republic. The Ukraine has warned that its gas dispute with Russia might aggravatedly affect Europe within short reach. According to information delivered by Russian news agency Interfax on 06 January 2009, state-run Naftogaz would not exclude shortage in the transit of gas to Western Europe due to a reduced feed from Russia. EPA/RWE / HAND OUT +++(c) dpa - Bildfunk+++

2022 წელს ევროკავშირში ბუნებრივ აირზე შიდა მოთხოვნა 13,2%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური (ევროსტატი) ავრცელებს.

ეს არის მესამე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ, რომელიც 2012 და 2014 წლების მაჩვენებლების შემდეგ დაფიქსირდა.

გასულ წელს მოთხოვნის შემცირების მიზეზი ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული კოორდინირებული ღონისძიებები იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირის რუსული ბუნებრივი აირისგან დამოკიდებულების შემცირებას.

2022 წელს ევროკავშირში ბუნებრივი აირის ყველა უმსხვილესმა მომხმარებელმა მოთხოვნა საგრძნობლად შეამცირა. კერძოდ, გერმანიამ – 3.07 ტერაჯოული (-15.4%-ით 2021 წელთან შედარებით), იტალიამ – 2.61 ტერაჯოული (-9.9-ით) და საფრანგეთმა – 1.54 ტერაჯოული (-9.6%-ით). მოთხოვნა ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში შემცირდა, გარდა ირლანდიისა და მალტისა, სადაც იგი მცირედით გაიზარდა – 2.1%-ით და 1.4%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები