“უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 400 მილიარდ დოლარს შეადგენს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას, ომის შედეგად, 400 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.

ამის შესახებ მან ნიდერლანდების და ბელგიის პრემიერმინისტრებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ ეს არის მსოფლიო ბანკის შეფასება. ამასთან, საუბარია მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ახლა უკრაინა აკონტროლებს.

ზიანის ოდენობა მოიცავს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, განვითარებას, გარემოს, ჯანდაცვის დაწესებულებებს, კულტურას და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები