ზელენსკიმ მედვედევს უპასუხა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში, ბრიფინგზე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მისი „ფიზიკური ლიკვიდაციის“ აუცილებლობაზე ისაუბრა.
ზელენსკის განცხადებით, მას მედვედევის განცხადებები არ აინტერესებს და ურჩევს რუსებს, იფიქრონ იმაზე, თუ როგორ შეცვალონ პოლიტიკური რეჟიმი თავიანთ ქვეყანაში და დაასრულონ ომი.
„უინტერესო თემაა. ასეთ ადამიანებთან ჩვენ არაფერზე არ ვისაუბრებთ. ვფიქრობ, რუსებმა უნდა იფიქრონ, როგორ შეცვალონ კლიმატი მათ ქვეყანაში, რეჟიმი და ამის შემდეგ შეძლებენ მოამზადონ თავიანთი საზოგადოება ამ ომის დასრულების ნებისმიერი დიპლომატიური შესაძლებლობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
3 მარტს მედვედევმა განაცხადა, რომ კრემლის დრონებით იერიშის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი გარემოცვის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, არაფერია დარჩენილი.