კრემლზე თავდასხმაში აშშ-ის მონაწილეობის შესახებ მოსკოვის ბრალდებას თეთრ სახლში “უაზრო” უწოდეს
თეთრ სახლში მოსკოვის ბრალდებას, რომ თითქოს კრემლზე დრონების იერიშის უკან ვაშინგტონი დგას – “უაზრო” უწოდეს.
ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, – იტყობინება CNN-ი.
შესაბამისი განცხადება დღეს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
მისი თქმით, თავდასხმაში აშშ-ის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია სპეცსამსახურებმა მოიპოვეს, თუმცა, ეს მონაცემები ჯერ არ გამჟღავნებულა.