“ყველას გვინდა, აქ სხვა ვლადიმერი ვნახოთ” – ზელენსკიმ ჰააგის სასამართლოში პუტინზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გამოსვლა დაიწყო სიტყვებით, „ყველას სურს აქ სხვა ვლადიმერის ნახვა“.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პასუხისგებაში იქნება მიცემული.

„აქ, ჰააგაში ჩვენ ყველას გვსურს, სხვა ვლადიმერი ვნახოთ”, – თქვა მან.

უკრაინის ლიდერის თქმით, პუტინი “გასამართლებას იმსახურებს” და ჰააგაში უნდა იყო მიყვანილი.

მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები