ჩრდილოეთ იტალიაში გადაუღებელი წვიმები შეწყდა და უსაფრთხოების გარკვეული ზომები მოხსნილია, თუმცა, წყლის დონე კვლავ მაღალია და მეწყრის საფრთხე შენარჩუნებულია.
ამის შესახებ ANSA და Corriere della Sera წერენ.
რეგიონისთვის განგაშის დონე “წითელი” დარჩა.
ზოგან მოსახლეობას სასმელ წყალზე ჩვეულებრივი წვდომა არ აქვს.
ყველაზე რთული ვითარებაა ბანიაკავალოს მუნიციპალიტეტში, სადაც სკოლები და გზები რჩება ჩაკეტილი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, არ უგულებელყონ მგზავრობის აკრძალვა.
რისკის ქვეშ მყოფი ქალაქების მერებმა ასევე მოუწოდეს მოსახლეობას, მეწყრის საფრთხის გამო, მდინარეებს არ მიუახლოვდნენ
ემილია-რომანიას რეგიონის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნაზე ფიქრობს.
რეგიონში წყალდიდობის საფრთხის გამო, რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უამინდობის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.