ჩეხეთის ქალაქ ბრნოში, საცხოვრებელ კონტეინერებში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ Novinky წერს.
პოლიციის სპიკერმა, პაველ შვაბმა განაცხადა, რომ ხანძარი 12 ურთიერთდაკავშირებულ საკონტეინერო სახლებში გაჩნდა.
მეხანძრეები ცეცხლს თითქმის მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ.
ადგილობრივების თქმით, კონტეინერებში უსახლკაროებს ეძინათ.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.