უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, დაშავებულია 48 ადამიანი.
სახელმწიფოს მეთაურმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
„მსოფლიო ამას უნდა ხედავდეს და იცოდეს. რკინიგზის სადგური და გადასასვლელი, სახლი, სამშენებლო მაღაზია, სასურსათო სუპერმარკეტი, ბენზინგასამართი სადგური – იცით რა აერთიანებს ამ ადგილებს? სისხლიანი კვალი, რომელსაც რუსეთი თავისი ჭურვებით ტოვებს და ხერსონსა და ხერსონის ოლქში მშვიდობიან ხალხს კლავს.
ამ დროისთვის 21 გარდაცვლილი ადამიანია! 48 დაჭრილი! ყველა სამოქალაქო! ერთ არასრულ დღეში! ერთ ოლქში! ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
დამნაშავეებს არასდროს არ ვაპატიებთ. დავამარცხებთ ბოროტება ქვეყანას და ყველა დამნაშავეს ვაიძულებთ პასუხი აგონ”, – წერს ზელენსკი Facebook-ზე.