სემეკსა და მოლდოვის ენერგეტიკის რეგულირების ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიასა (სემეკ) და მოლდოვის რესპუბლიკის ენერგეტიკის რეგულირების ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სემეკის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. მემორანდუმის ფარგლებში ხელი შეეწყობა ორ უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

შეთანხმების მიზანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაცია, ენერგიით ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას პროცესის გაძლიერება, ბაზრის მონაწილეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას, გაცვლიან ინფორმაციას და გამოცდილებას ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები