“საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – სასამართლოს დისკრედიტაციას” – დიმიტრი გვრიტიშვილი

„პარლამენტმა იმოქმედა რეგლამენტის დაცვით და, შესაბამისად, მის ქმედებაში ანტიკონსტიტუციური არაფერია“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე ვფიქრობ, აქ არაკონსტიტუციური არაფერია. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების დაცვით იმოქმედა ამ შემთხვევაში უმრავლესობამ, როდესაც პლენარული სხდომის გახსნა შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ კვორუმი არ შეიკრიბა. ამაში მე კანონდარღვევასა და არაკონსტიტუციურს ვერაფერს ვერ ვხედავ“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები