ირაკლი ქადაგიშვილი: სასამართლო ხელისუფლებაში პოლიტიკური ხელისუფლების ჩარევა მას დააზიანებს

“კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება არსებობს, მაგრამ კონსტიტუციაში ასევე წერია, რომ პარლამენტარის მანდატი არაფრით იზღუდება, ანუ მე რაღაცას ვუყრი თუ არა კენჭს, ესეც ჩემი კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში პოლიტიკური ხელისუფლების ჩარევა სასამართლო ხელისუფლებას დააზიანებს.

“ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ძალიან მჭიდრო კორელაციაშია. ამიტომ, სასამართლო ხელისუფლება აბსოლუტურად დამოუკიდებელია. სასამართლო ხელისუფლებაში პოლიტიკური ხელისუფლების ჩარევა სასამართლო ხელისუფლებას დააზიანებს, მით უფრო, რომ არსებობს პოლიტიკური პროპაგანდის მიერ ჩამოყალიბებული მოცემულობები და ამ მოცემულობების გამო პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი უნდა შევქმნათ. თუ საკანონმდებლო ბაზას გადავხედავთ, საქართველოს სასამართლო მოწყობა არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული სტანდარტით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები