სამტრედიაში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ასფალტ-ბეტონის საფარი იგება ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიებზე.

სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა სტურუასთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროს ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გზის დაგების სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც ადგილობრივებმა განმარტეს, აღნიშნულ ლოკაციაზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები