პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, იმ დასახლებებში, სადაც იერარქიულად ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმა მოქმედებს, განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვასა და დამტკიცების ეტაპზე, შესაბამისი დასკვნის მისაღებად, განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის სააგენტოსთვის წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება. კანონპროექტი მესამე მოსმენით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ წარადგინა.